Friday, June 14, 2013

კომპიუტერის კომპონენტები

  • კომპიუტერის კორპუსი შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომისა და კონფიგურაციის.  კომპიუტერის კომპონენტები უნდა შეესაბამებოდეს კორპუსის ფორმ-ფაქტორს.
  • ცენტრალური პროცესორი დედაპლატაზე მონტაჟდება რადიატორ/ვენტილატორის კვანძთან ერთად.
  • ოპერატიული მეხსიერების მოდული მონტაჟდება დედაპლატის შესაბამის სლოტებში.
  • ადაპტერული პლატები დედაპლატაზე მონტაჟდება PCI და PCIe (AGP) გაფართოების სლოტებით.
  • მყარი დისკები მონტაჟდება კორპუსის შიგნით განლაგებულ 3,5-დიუმიან ნაკვეთურებში.
  • ოპტიკური დისკის წამკითხველი მოწყობილობები მონტაჟდება 5,25-დიუმიან ნაკვეთურებში, რომლებსაც კორპუსის გაუხსნელად, გარედანვე ვუკავშირდებით.
  • რბილი დისკების წამკითხველები მონტაჟდება 3,5- დიუმიან ნაკვეთურში, რომლებსაც ასევე კორპუსის გაუხსნელად, გარედანვე ვუკავშირდებით.
  • კვების ბლოკის კაბელებს უერთებენ დედაპლატას და თითოეულ დისკის წამკითხველ მოწყობილობას.
  • მონაცემთა გადაცემის შიგა კაბელებით ხორციელდება მონაცემების გაცვლა ყველა დისკთან.
  • გარე კაბელები გამოიყენება კომპიუტერთან პერიფერიული მოწყობილობების დასაკავშირებლად.
  • ხმოვანი კოდები მიუთითებენ ხარვეზებზე აპარატურული უზრუნველყოფის მუშაობაში.
  • BIOS-ის პარამეტრების პროგრამა SETUP გამოიყენება კომპიუტერის კომპონენტების მახასიათებლების საჩვენებლად და იძლევა საშუალებას შევცვალოთ სისტემის პარამეტრები.

No comments:

Post a Comment